ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

პირველი თვალსაჩინო შედეგები - რადიოგადაცემაში

on . Posted in არქივი / მასმედია

რადიო „რიონის“ ეთერში მოეწყო გადაცემა ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ - ფარგლებში. რადიოგადაცემის მიზანი იყო პროექტის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, პირველი თვალსაჩინო შედეგების გამოკვეთა.

გადაცემის მონაწილეები - პროექტის ხელმძღვანელობა, ექსპერტები - შეეხნენ ადგილობრივ მართვაში სამოქალაქო მონაწილეობის, გენდერული მიდგომების დანერგვის პრაქტიკის მნიშვნელობას. შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა -   ჩეხეთის გამოცდილების გაცნობა სამოქალაქო ჩართულობის დანერგვის კუთხით, შეხვედრები ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან - სადაც გამოიკვეთა ახალგაზრდების ხედვები და მისწრაფება, მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებაში.

დაანონსდა იმერეთის თვითმმართველობებთან უახლოეს მომავალში დაგეგმილი შეხვედრა, სადაც მოხდება „სამოქალაქო ბიუჯეტების“ განხორციელების  ქართული და ევროპული პრაქტიკის გაზიარება.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით