ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

სიუჟეტი რადიო „თავისუფლების“ ეთერში

on . Posted in არქივი / მასმედია

რადიო „თავისუფლების“ რუბრიკაში მოხვდა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით ქუთაისში გამართული შეხვედრა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებთან, გენდერულ მრჩევლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების იმ წარმომადგენელებთან, რომლებიც გენდერული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობენ.

რესპონდენტებმა ინტერვიუში ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე გენდერული პოლიტიკის განხორციელებისათვის, არსებულ გამოწვევებზე. გამოთქვეს იმედი, რომ  შეხვედრაზე შემუშავებული რეკომენდაციები გამოყენებული იქნება ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის ეფექტურობის ხელშეწყობისთვის.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით