ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

სტატია გაზეთ «P.S.»-ში - გენდერულ თანასწორობაზე, როგორც თანამედროვე საზოგადოების განვითარების მთავარი მიზანზე

on . Posted in არქივი / მასმედია

  

„გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ წარმომადგენლობას, თანაბარ მონაწილეობას და შესაძლებლობებს ქალებისა და მამაკაცებისათვის საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების ყველა სფეროში...“ და გენდერული თანასწორობის მიღწევა თანამედროვე საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტია.

ასე იწყება სტატია, რომელიც 12 თებერვალს დაიბეჭდა გაზეთ «P.S.»-ში. სტატიის ავტორია ექსპერტი გენდერულ საკითხებში, ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია.

სტატიაში აღნიშნულია გენდერული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელოვანი მომენტები როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ დონეზე და აქტიური მუშაობის აუცილებლობა ამ პოლიტიკის დანერგვისათვის.

სტატია აგრეთვე განთავსდა გაზეთის საიტზე:

http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61300

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სიუჟეტი რადიო „თავისუფლების“ ეთერში

on . Posted in არქივი / მასმედია

რადიო „თავისუფლების“ რუბრიკაში მოხვდა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით ქუთაისში გამართული შეხვედრა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებთან, გენდერულ მრჩევლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების იმ წარმომადგენელებთან, რომლებიც გენდერული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობენ.

რესპონდენტებმა ინტერვიუში ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე გენდერული პოლიტიკის განხორციელებისათვის, არსებულ გამოწვევებზე. გამოთქვეს იმედი, რომ  შეხვედრაზე შემუშავებული რეკომენდაციები გამოყენებული იქნება ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის ეფექტურობის ხელშეწყობისთვის.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

რადიოგადაცემა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკისა და პრაქტიკის თემაზე

on . Posted in არქივი / მასმედია

18 დეკემბერს რადიო „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული რადიოგადაცემა გავიდა თემაზე „ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა და პრაქტიკა - მიღწევები და გამოწვევები“.

რა არის საჭირო ადგილობრივ დონეზე თანაბარი და დემოკრატიული მართვის ხელშეწყობისათვის, რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული დღის წესრიგი ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკასა და პრაქტიკაში; რა შეიძლება გახდეს ინსტრუმენტი გენდერულად სამართლიანი პოლიტიკის განხორციელებისათვის; რა პრაქტიკა არსებობს საქართველოში გენდერული ბიუჯეტირების კუთხით და როგორია ადგილობრივი პერსპექტივა მისი მასშტაბური დანერგვისათვის?

სტუდიაში დიალოგს, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის ავტორთან შედგა, ენაცვლებოდა ინტერვიუები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში  მყოფ მოხელეებთან.

განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსული ქალბატონების ხედვა, რომელთაც ისაუბრეს გენდერული ბიუჯეტირების, ადგილობრივი მოხელეების გენდერული განათლებისა და კომპეტენციის გაზრდის აუცილებლობაზე.   

მსმენელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული დღის წესრიგის დანერგვის და  გენდერული რეფორმების განხორციელებითვის საჭირო სტრატეგიის შეთავაზება მოხდება. სტრატეგია დაეფუძნება ადგილზე  ჩატარებულ კვლევებს,  არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას, პროექტის განმავლობაში ჩატარებულ მასშტაბურ შეხვედრებს, სადაც იკვეთება ადგილობრივი გენდერული საჭიროებები და პრობლემების გადაჭრის ხედვა, რაშიც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს  ადგილობრივი გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ინსტიტუციურ გაძლიერებას.

გადაცემაზე ასევე დაანონსდა მომავალი შეხვედრა იმერეთის და სამეგრელოს თვითმმართველობების გენდერულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებთან.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სტატია „ახალ გაზეთში“ - ადგილობრივი ბიუჯეტის მართვაში მოსახლეობის ჩართვის შესახებ

on . Posted in არქივი / მასმედია

  

გაზეთ „ახალი გაზეთის“ (ქუთაისი) 28 აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა ფონდი „სოხუმის“ ექსპერტის, ეკატერინე გამახარიას სტატია „მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვაში და საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაში - „პრაღა 10-ის“  საინტერესო გამოცდილება“.

„პრაღა 10“ მუნიციპალიტეტით ფონდი „სოხუმის“ და ექსპერტთა დაინტერესების მიზეზი მისი გამოცდილებაა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის მართვაში მოსახლეობის ჩართვის ეფექტურ მექანიზმს ეხებოდა.

2015 წლიდან, „პრაღა 10“-ში ამოქმედდა „მონაწილეობითი ბიუჯეტის“  (Participatory Budget) პრაქტიკა, რომლის მიზანია მოსახლეობის გააქტიურება მუნიციპალური მართვის საკითხებში, რაც დემოკრატიული განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

სტატიაში სწორედ ამ გამოცდილებაზეა მოთხრობილი.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით