ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტში გენდერული მიდგომების დანერგვის საკითხებზე

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

1 2
 3 4

ფონდი  „სოხუმის“ ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში  ჩატარდა  შეხვედრა  ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი სამსახურის, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.     

შეხვედრაზე მოხდა ფონდის მიერ შექმნილი ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის გზამკვლევის, მისი ზოგადი პრინციპების გაცნობა. გაიმართა საინტერესო დისკუსია მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, გამოცდილებასა და გამოწვევებზე. მონაწილეებმა ისაუბრეს საჭიროებებზე, რომლებიც იკვეთება  სოციალური პოლიტიკის მეტი ეფექტურობის კუთხით.

როგორც გამოჩნდა, მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან კარგი პრაქტიკა ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური სერვისების დანერგვის, ქალების, ახლგაზრდების, განსაკუთრებით ხანდაზმულების სოციალური ინტეგრაციის  ხელშეწყობისთვის. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების შეფასებით, გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა ადვილია იქ, სადაც არის სამართლიანი, მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული სოციალური პრაქტიკა, რისი მაგალითიც ბლომად არის ტყიბულში - ორგანიზაცია PIN-ის  სოციალური ჩართულობის პროექტის დამსახურებით, რომელსაც დახვდა შესაბამისი პოლიტიკური ნება ადგილობრივი თვითმმართველობისგან.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით