ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

ხონის მუნიციპალიტეტი: შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

1 2

შეხვედრის თემა  - „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შედგა საუბარი ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული გზამკვლევის ირგვლივ. დამსწრეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, მოისმინეს სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილება. აღინიშნა გამოცდილების დეფიციტი საჭიროებათა კვლევების, მონიტორინგის, მონაცემთა ბაზის შექმნის კუთხით. გაიმართა დისკუსია, როგორ შეიძლება ამ საკითხების მოგვარება.

მონაწილეებმა  განიხილეს ხონის  გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის  პროექტი, რომელიც მომდევნო სხდომისთვის კიდევ ერთხელ შეჯერდება და საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.   

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით