ძირითადი მიმართულებები

* ქალი და გენდერული თანასწორობა * ქალი და მშვიდობის მშენებლობა * ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება * ახალგაზრდებთან მუშაობა

ვინა ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქართულ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა.

ჩვენი ორგანიზაციის მისია:

ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით ქალის როლის ასამაღლებლად საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

გენდერული პოლიტიკის საკითხების განხილვა - შეხვედრა ფოთში

on . Posted in არქივი / შეხვედრები / ვორკშოპები

 1 2

 3 4

ფოთის მერიის დარბაზში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი თვითმმართველობა - გენდერული პოლიტიკა, საქართველო“. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს ამ კუთხით არსებული სიტუაცია და ფონდის გამოცდილება.

შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები, ფოთის მუნიციპალიტეტის და მასმედიის წარმომადგენლები. ისინი აქტიურად ჩაერთნენ გენდერულ პოლიტიკასთან  დაკავშირებული საკითხების განხილვაში.

შეხვედრა ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე, თანაბარი ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით